დეფეკაცია იწყება
უკვე 12 კვირის ასაკში
და გრძელდება 6 კვირამდე.
ჩანასახის და ახალშობილის მსხვილი
ნაწლავიდან პირველად
გამოყოფილ მასალას
მეკონიუმი ეწოდება.
ის შედგება
საჭმლისმომნელებელი ფერმენტების,
პროტეინების და მკვდარი
უჯრედებისაგან,
რომელსაც იშორებს კუჭ-ნაწლავი.
მე-12 კვირისათვის,
ზედა კიდურის სიგრძე
თითქმის აღწევს მის საბოლოო
ზომას სხეულის პროპორციულად.
ქვედა კიდურებს მეტი დრო ესაჭიროება
მათი საბოლოო
პროპორციების მისაღწევად.
მანამდე აღნიშნული უკუდახევის
რეაქციისაგან განსხვავებით,
პირთან სტიმულაცია უკვე იწვევს
შებრუნებას სტიმულატორისადმი
და პირის გაღებას.
აღნიშნულ რეაქციას ეწოდება
"ძირითადი რეფლექსი"
და შენარჩუნდება დაბადების შემდეგაც,
რაც საშუალებას აძლევს
ახალშობილს იპოვოს დედის ძუძუ
ძუძუთი კვების პერიოდში.
მიუხედავად იმისა, რომ ემბრიონი
მოძრაობას 6 კვირის ასაკში იწყებს,
ფეხმძიმე ქალი ჩანასახის
მოძრაობას, პირველად,
შეიგრძნობს 14-18 კვირის ასაკში.
ჩვეულებრივ, აღნიშნულ მოვლენას
"გამოცოცხლებას" უწოდებდნენ.